საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და პოლონურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, საგარეო პოლიტიკის საბჭომ გამოაცხადა ესეების კონკურსი -POLUS Essay Competition 2024.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა ლიკა გეგიამ. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, მისმა ნაშრომმა თემაზე: ,,აღმოსავლეთ გაფართოება: წარმატების ისტორია თუ მიმდინარე სამუშაო პროცესი?’’ პირველი ადგილი დაიკავა.
ვულოცავთ ლიკა გეგიას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
https://foreignpolicycouncil.com/2024/05/24/აღმოსავლეთ-გაფართოება-წ/